logo
ENG



"გავაცანი გეგმა, როგორ უნდა დავეხმაროთ ისრაელს" - ბაიდენი რომის პაპს ესაუბრა

24 ოქტ 202312:37
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/24/lnpacrr6cp0ksdf.jpg

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაინდენსა და რომის პაპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ბაიდენის თქმით, ის და რომის პაპი ისრაელი-ჰამასის კონფლიქტთან დაკავშირებით ერთ პოზიციას იზიარებენ.

"პაპი და მე ერთ პოზიციას ვიზიარებთ. ძალიან იყო დაინტერესებული, რის გაკეთებას ვაპირებთ კრიზისების მოსაგვარებლად, კერძოდ, ისრაელში. გავაცანი გეგმა, როგორ უნდა დავეხმაროთ ისრაელს იმაში, რაც სჭირდება. პაპი მხარს უჭერს იმას, რასაც ვაკეთებთ. რაც შეეხება მძევლებს, უნდა გავათავისუფლოთ და შემდეგ შეგვიძლია ვილაპარაკოთ", - ამბობს ბაიდენი.

18 ოქტომბერს ბაიდენი თელ-ავივში ჩავიდა. ისრაელში ის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ქვეყნის სხვა ლიდერებს შეხვდა.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა